დღე პირველი -ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, რომელიც დაგვეხმარება ონლაინ გამოცემის დროს. ასევე ვისწავლეთ, თუ რაში დაგვეხმარება ინტენის პროექტებით სწავლება.ტრენინგი საინტერესოა რადგან დამეხმარება შეძენილი ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკაში.
დღე მეორე -ვისწავლეთ პროექტის წერის სტრუქტურა, იმისათვის რომ პროექტი იყოს განხორციელებადი, სწორად უნდა შევარჩიოთ თემა, ჩვენი საგნიდან გამომდინარე.
ასევე ვისწავლეთ ბროშურის შექმნა და მისი დაფორმატება.
დღე მესამე- მოვისმინეთ ვიდეო-პრეზენტაცია პროექტებით სწავლების მნიშვნელობის შესახებ, ასევე ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის პუნქტებზე, განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და შედეგები.
დღე მეოთხე - ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, კერძოთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე. დაწვრილებით განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. მივიღეთ რჩევები და უკუკავშირი.
დღე მეხუთე - ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. კერძოდ, შეფასების სტრატეგიებსა და მეთოდებზე.
დღე მეექვსე - ტრენინგის მეექვსე დგე იყო საკმაოდ შრომატევადი, ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის შექმნაზე, ასევე შეფასების რუბრიკაზე. გავიხსენეთ როგორ ხდება ინტერნეტიდან სანდო ინფორმაციის მოძიება. მივიგეთ სათანადო რჩევები და უკუკავშირი.
დღე მეშვიდე - შევაფასეთ ჩვენს მიერ გაკეთებული მოსწავლის ნიმუშები და დავწერეთ კომენტარები აღნიშნულ ნიმუშებთან დაკავშირებით. ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დასრულებაზე.
დღე მერვე - ვიმუშავეთ გუგლში პრეზენტაციის გაკეთებაზე, ასევე გუგლში საქაღალდის შექმნაზე და კითხვარების შექმნაზე, ასევე გავაკეთეთ უკუკავშირი, კერძოდ შევავსეთ ჯგუფის მიერ გამოგზავნილი კითხვარები და გავაკეთეთ კომენტარები.
დღე მეცხრე - გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია, მე მომიწია კომენტარი გამეკეთებინა ნონა ტიგინაშვილის პროექტზე, თემა-'' როგორ მოქმედებს მცენარის განვითარებაზე წყალი და სინათლე.''.აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მოსწავლეები თვალნათლივ ხედავენ მცენარეზე მოქმედ ფაქტორებს სინათლეს და წყალს. ამიტომ პროექტი მეტად საინტერესო და განხორციელებადია.